ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, „ვაგნერის“ დამფუძნებელი პრიგოჟინი ახლა ბელარუსში იმყოფება. მის განცხადებას ბელარუსული სახელმწიფო გამოცემა “ბელტა” ციტირებს.
“უსაფრთხოების გარანტიები, როგორც იგი [პუტინი] გუშინ დაჰპირდა, მიცემულ იქნა. ვხედავ, პრიგოჟინი უკვე დაფრინავს ამ თვითმფრინავით. კი, ნამდვილად, დღეს იგი ბელარუსშია. როგორი პირობაც დავდე, თუ გსურთ რაღაც დრო შეგიძლიათ ჩვენთან იყოთ და სხვა, ჩვენ დაგეხმარებით, “ - განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ასევე, თავდაცვის მინისტრის ვიქტორ ხრენინის სიტყვები მოიყვანა, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი ქვედანაყოფი [“ვაგნერის” დაჯგუფება] ჯარში გამოადგებოდა.
“თანახმა ვარ”, - აღნიშნა ლუკანეკომ.