ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ ნატო-სგან ალიანსში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
მისი თქმით, უკრაინა მუშაობს იმისთვის, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იყოს.
„ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ ნატო-სგან ალიანსში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს. არსებობს სრული გაგება გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ გუნდთან ერთად, რათა ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები მართლაც მნიშვნელოვანი იყოს“, - აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.