უკრაინაში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, რუსეთმა კონფლიქტის დაწყების შემდეგ 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ მისიის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, დაკავებულებიდან 77 პირი სიკვდილით დასაჯეს.
გაერო-ს ადამიანის უფლებების ოფისმა გამოავლინა თვითნებური დაკავებების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის წამების, არასათანადო მოპყრობისა და გაუჩინარების.
ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთის მიერ დაკავებები განხორციელდა როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში.