საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა იცვლება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს სთავაზობს, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები აირჩიონ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა.