საქართველოში ბოლო წელიწადნახევარში ინდმეწარმედ რუსეთის 20 691 მოქალაქე დარეგისტრირდა. ამის შესახებ პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვის პასუხად იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა. კერძოდ, უწყების მიერ დეპუტატისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 14 506 მოქალაქე.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 5 ივნისამდე პერიოდისთვის, ინდივიდუალურ მეწარმედ საქართველოში დარეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის კიდევ 6 185 მოქალაქე.