თურქული ლირა ქართულ ლართან რეკორდულად უფასურდება და ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 ლირა დაახლოებით 10 თეთრს უდრის, რაც, მინიმუმ, 2016 წლის შემდეგ თურქული ვალუტისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ორშაბათს თურქული ლირა დოლართან მიმართებით კიდევ 3%-ით დაეცა და რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დავიდა მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-ით, 15%-მდე გაზარდა. ლირა ამერიკულ ვალუტასთან 26.5 მეათედ ნიშნულამდეა შესუსტებული. მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, თურქული ვალუტა 28%-ით გაუფასურდა, ძირითადად, მაისის ბოლოს არჩევნებში ერდოღანის ხელახლა გამარჯვების შემდეგ.
თურქეთის ლიდერი აქამდე დაჟინებით მოითხოვდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას იმ იმედით, რომ ეკონომიკურ აქტივობას წაახალისებდა. საპირისპიროდ კი მკვეთრად მაღალი ინფლაციის დონე მიიღო.
ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი თითქმის 40%-ია და ცხოვრების ხარჯები მკვეთრადაა გაზრდილი, რის გამოც მოსახლეობას კრიზისთან გამკლავება უწევს.
აღსანიშნია, რომ ტრადიციული ეკონომიკური შეხედულებების გამო ერდოღანმა 2-წლიან შუალედში უკვე ეროვნული ბანკის სამი პრეზიდენტი გაათავისუფლა.