თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა ხუთ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 276%-ით გაიზარდა. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მაისში, დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 6 მილიონ 360 ათასი ლარით მეტი თანხა შევიდა შევიდა, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 5 თვეში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 87 მილიონ 262 ათასი ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 63 მილიონ 776 ათასი ლარი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, შესაბამისად, მოცულობის ზრდა ნაწილობრივ სწორედ ამ ცვლილებით არის განპირობებული.