მაისში ბანკების მოგება 57 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში კომერციულმა ბანკებმა დაახლოებით 237 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი წინა თვესთან შედარებით 57 მილიონ 600 ათასი ლარით მეტია. აპრილში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 180 მლნ ლარს შეადგენდა.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მაისში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 761 ნახევარი მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები 550 მლნ ლარი იყო. მაისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 478 მლნ ლარს გადააჭარბა.
ამავე სტატისტიკით ირკვევა, რომ ბანკების სხვა შემოსავლები საპროცენტოსთან შედარებით მიზერულია, მაგალითად ამ წლის მაისში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 70 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 48.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
ცნობისთვის, 2022 წელს ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. გასულ წელს 14 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 2 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი თითქმის 8.6 მლნ ლარით მეტია 2021 წელთან შედარებით