მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიება - აღნიშნულ თემაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით კონფერენცია მიმდინარეობს.
ღონისძიების მიზანია მსხვერპლთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შემუშავებული ინიციატივებისა და ჩატარებული რეფორმების შეფასება, ასევე ეფექტური გამოძიების სტანდარტების განხილვა.ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ვალდებულებების შესრულების საკითხსაც გაუსვა ხაზი.
ღონისძიებას დეპუტატები ესწრებიან, ასევე ადგილზე არიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.