საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო. ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა იცვლება.
პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არანაკლებ 90 ხმით აირჩიონ, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა.