მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც კომოს ტბაზე იმყოფება, მიმართვას ავრცელებს.
"ყოველთვის გაიღიმეთ და იზეიმეთ, რომ ცოცხლები ხართ, გაქვთ შანსი, რომ სხვები შთააგონოთ.
ჩვენ ერთმანეთის სიყვარული და მხარდაჭერა გვჭირდება; გვჭირდება, რომ ვიყოთ კეთილები და არ განვსაჯოთ სხვები ასე სწრაფად" - წერს ნუცა ბუზალაძე.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ მოსკოვში, ერთ-ერთ რესტორანში, ქართველმა მომღერლებმა - ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ და მიშო სულუხიამ სოსო პავლიაშვილთან ერთად იმღერეს.