ჯენიფერ ლოპესი Vogue Mexico-ის ივლისის ნომრის გარეკანზეა. მომღერალმა და მსახიობმა მონაწილეობა მიიღეს ცნობილი მოდის გამოცემის ლათინური ვერსიის ფოტოსესიაში, ფოტოგრაფი კი ნორმან ჯინ როი გახლდათ.
ფოტოსესიაში, რომელიც ლოს-ანჯელესის სტუდიაში გაიმართა, ჯ.ლომ იპოზიორა Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Chanel, Dior, Gabriela Hearst კოსტიუმებსა და Bvlgari-სა და Messika აქესუარებში.
გამოცემასთან ინტერვიუში მსახიობმა გაიხსენა თავისი პირველი დიდი როლი ფილმში "სელენა", რომელმაც 1997 წელს პოპულარობა მოუტანა და ბრწყინვალე კარიერას დაჰპირდა. სამაგიეროდ, ლოპესი მისი პერსონაჟის მძევალი გახდა და დიდი ხნის განმავლობაში იღებდა "ტიპური ლათინოამერიკელების" როლს. მოგვიანებით, ჯენიფერმა დაიწყო როლების შერჩევა და უარი - იგივე ტიპის შეთავაზებებზე.
"ვფიქრობ, რომ [თავიდან] მხოლოდ იმ როლებს ვიღებდი, სადაც აქცენტი იყო საჭირო. შემდეგ კი ყველაფერი თანდათან შეიცვალა, რადგან ჩემს აზრზე დავრჩი. უბრალოდ მინდოდა "გოგონას" თამაში და არა ზუსტად ლათინოამერიკელის: ინდივიდია საინტერესო და არა პერსონაჟის გვარი ან სახელი."
პირველი ასეთი ნამუშევარი, როდესაც რეჟისორებმა ყურადღება არ მიაქციეს მსახიობის მექსიკურ წარმომავლობას, იყო სურათი "Wedding Planner" მეთიუ მაკკონაჰისთან ერთად. "როგორც წესი, ამ როლში ნახავდით: მეგ რაიანს, სანდრა ბალოკს ან ჯულია რობერტსს, მაგრამ როგორც კი ეს მოხდა, როგორც კი მე მივიღე როლი, ვფიქრობ, რომ ყველაფერი მართლაც შეიცვალა."