“დაასანქცირეთ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი" - მოქალაქეები ამ შინაარსის პეტიციით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ. ისინი ამბობენ, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, რომელმაც ხელისუფლება მიიტაცა. ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის გამტარია, რაც საერთაშორისო საზოგადოების რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის.