სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფება. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა საკითხებს განიხილავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თუმცა ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ განხილვის თემა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარება იყოს. მათივე შეფასებით, იმის ფონზე, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება, ევროპელი პარტნიორების მხრიდან მსგავსი ეჭვები ლოგიკურია.