უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში კონტრშეტევით ოპერაციებს აგრძელებენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი რივნოპოლი დაიბრუნეს. ხოლო აღმოსავლეთში უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი ოპერაციები აწარმოეს და ტაქტიკურ წარმატებასაც მიაღწიეს. პარალელურად, მისი თქმით, რუსულმა ძალებმა შეტევა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით განახორციელეს.