პარლამენტის კულტურის კომიტეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. საკომიტეტო განხილვის დროს დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. თავდაპირველად ერთმანეთს პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდნენ. სხდომაზე დროებითი შესვენებაც გამოცხადდა. საკანონმდებლო ინიციატივა უმრავლესობის დეპუტატებს ეკუთვნით. მათი განცხადებით, კანონპროექტის მიზანია საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოება.