საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ჩრდილოეთ კავკასიის ერებს მიმართავს. ის მათ მოუწოდებს შექმნან წინააღმდეგობის ახალი უჯრედები, გააქტიურონ კავშირები დიასპორებთან და მათი მეშვეობით, უკრაინასთან ერთად, დემოკრატიული სამყარო ჩრდილოკავკასიელი ერების თავისუფლებისათვის შეამზადონ. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაა შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში.