რუსეთში მომხდარი შიდა დაპირისპირება და ოკუპანტ სახელმწიფოში მიმდინარე ბოლო დროინდელი პროცესების გავლენა საქართველოზე - პოლიტიკურ მხარეებს შორის მორიგი უთანხმოების მიზეზია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კარგად გამოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას“ ეროვნული უსაფრთხოების გეგმა და სტრატეგია არ გააჩნია. ოპოზიცია მმართველ გუნდს უმოქმედობაში ადანაშაულებს. მედიასთან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის საპარალმენტო მდივანმაც. გიორგი მსხილაძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვეევის ინიციატივის მიზეზი შიდა და გარე საფრთხეების შეფასება და ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო. ხელისუფლების მტკიცებით, უსაფრთხოების სამსახურები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სრულად აკონტროლებენ, თუმცა ოპოზიცია ქვეყანაში არეულობისა და დესტერუქციის შექმნას ცდილობს.