ორ დღიანი ვიზიტით თბილისს დღეს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ეწვევა. როგორც უკვე ცნობილია სალივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს როგორც პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, ასევე მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან. სალივანი ასევე შეხვდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და ბიზნესის წარმომადგენლებსაც. ეს იქნება ერთობლივი ვიზიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი. აღნიშნულ საკითხს პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებებიც მოჰყვა. რაზე იქნება გამახვილებული ყურადღება შეხვედრებზე და რა შეფასებები კეთდება მმართველი პარტიისა და ოპოზიიციის მხრიდან.