მიმდინარე წელს, საქართველოში კერძო სკოლების საშუალო ფასი 6500 ლარია, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ზოგად განათლებას ეხება.
მიმოხილვის ავტორების დაკვირვებით, სკოლების გადასახადი მზარდია და წელს, 2022 წელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. კერძო სკოლების დაახლოებით 15% პრემიუმ სკოლების კატეგორიაშია, სადაც წლიური ფასები 8000 ლარიდან იწყება.
"კერძო სკოლებზე მოთხოვნის შესაფასებლად, საინტერესოა, შემოსავლების სხვადასხვა ჯგუფის წონებზე დაკვირვება წლების მიხედვით. შემოსავლების ჯგუფების მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის თითქმის 65%-ის ყოველთვიური შემოსავალი 1200 ლარზე ნაკკები იყო, ხოლო 35% 600 ლარზე ნაკლებს იღებდა. თუმცა, 2022 წელს შემოსავლების განაწილება, როგორც ჩანს, გაუმჯობესდა, რადგან თვეში 1200 ლარზე ნაკლებს მიმღები ფიზიკური პირების წილი 53%-მდე შემცირდა“, - წერია მიმოხილვაში