არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai-მ ბათუმის მიმართულებით სეზონური რეისები განაახლა. ავიაკომპანია დუბაი-ბათუმი-დუბაის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს.
რეისები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. ცნობილია, რომ ავიაკომპანიამ მიმდინარე სანავიგაციო სეზონზე საკმაოდ დატვირთულ რეჟიმზე უკვე განაცხადა.
flydubai ზაფხულში თვეში 9500 რეისს განახორციელებს. ავიაკომპანიის წინასწარი მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ 1 ივნისიდან 30 სექტემბრამდე თითქმის 5 მილიონამდე მგზავრი ისარგებლებს კომპანიის მარშრუტების ქსელით