Georgian Airways-მა მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირ რეისებზე ფასები გააორმაგა. ავიაკომპანიის ცნობით, ბილეთები, დაახლოებით, ერთი თვის წინანდელ ფასებთან შედარებით, ორჯერ გაძვირდა. მოსკოვი-თბილისის რეისზე ცალმხრივი ბილეთი 28 ივლისიდან დაახლოებით, 1000 დოლარი ეღირება.
ამასთან, ეკონომ-კლასის ბილეთები 30 ივნისიდან, დაახლოებით, 500 დოლარი ეღირება, რაც თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის პერიოდზე ორჯერ მეტია.
მოსკოვი-თბილისის რეისს რუსული ავიაკომპანია Azimuth 19 მაისიდან ასრულებს, ხოლო Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით ოთხი წლის შემდეგ პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგოს მოხსნის შესახებ განკარგულება ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გასცა.