საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, USAID-ის მედია პროგრამის მხარდაჭერით, მედიის სამართლებრივი დახმარების პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, "საია" მედია ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს სამართლებრივი დოკუმენტების დამუშავებაში ჟურნალისტური პროდუქტის მომზადების დროს. ასევე, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა-მიღების პროცესსა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშემშლელი გარემოებების გასაჩივრებისას.
მედიის სამართლებრივი დახმარების პროექტის მიზანი საქართველოში მედიაგარემოს გაუმჯობესება და მედიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდაა. პროექტი ხელს შეუწყობს სისტემური თუ საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენასა და აღმოფხვრას.