გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხმაური და დაპირისპირება იყო - სოფელ მუღანლოში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის რეგიონულ მდივანთან, გიორგი ბოტკოველთან ერთად, მუღანლოს გამგებელს დაუპირისპირდა. ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამგებლის მხრიდან, ლევან ხაბეიშვილის ადგილობრივებთან შეხვედრის გამო, უკმაყოფილება გამოითქვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ენმ-ს თავმჯდომარე ადგილობრივების პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი მოგვარება აუცილებელია.