მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მასთან ერად მესამე დღეს ტატამზე ასევე გამოივიდნენ ონისე სანებლიძე საბა ინანეიშვილი.
ლიპარტელიანი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო და გერმანელი სპორტსმენი დაამარცხა. საქართველოს ნაკრები კაპიტანმა, მესამე წრეში მსოფლიო ჩემპიონი პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა დაამარცხა, ხოლო ½ ფინალში იაპონელი აარონ ვულფი. ფინალში ვარლამის მეტოქე მასპინძელი გონჩიგსურენ ბატჰუიაგს იყო. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ყველაფერი გოლდენ სქორში გადაწყდა, სადაც მონღოლმა მებრძოლმა ლიპარტელიანი ეფექტური გდებით დააგდო და ოქროს მედალიც მოიპოვა.
100 კილოგრამამდე ქონით კატეგორიაში ასევე იასპარეზა ონისე სანებლიძემ, რომელიც მეოთხედფინალში ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე არმან ადამიანთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბრძოლა პოლონელ ძიუდოისტთან დათმო. +100 კილოგრამში გამოვიდა საბა ინანეიშვილს, 22 წლის სპორტსმენი ¼ ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ სპორტსმენთან, უშანგი კოკაურთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ტრავმის გამო ბრძოლა ვერ გააგრძელა.