აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და რუსეთში მიმდინარე პროცესები განიხილეს.ზელენსკის თქმით, რუსეთში წარმართულმა მოვლენებმა პუტინის რეჟიმის სისუსტე გამოავლინა. ზელენსკიმ ასევე ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერისთვისა და „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.