ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საქართველოს მიერ, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას. რაც შეეხება სასაზღვრო კონტროლს, საკითხზე შესაბამის განცხადებას კიდევ ერთი სამართალდამცავი უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს განმარტებით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “დარიალზე” სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არსებობს.