პირველი სკოლის წინ “ევროპული საქართველოს” ორგანიზებით აქცია-პერფორმანსი, სახელად: “მოსკოვს ცრემლების არ სჯერა” გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებას მათ მიერ მომზადებული ფილმი წარუდგინეს, რომელშიც სხვადასხვა ისტორიულ ფაქტთან ერთად, აფხაზეთის ომის დროს პრიგოჟინის როლი იყო ნაჩვენები. “ევროპული საქართველოს” წევრების თქმით, მათი მთავარი მიზანი საზოგადოებისათვის რუსეთის, როგორც ბოროტების იმპერიის სახისა და ხასიათის ჩვენებაა.