რუსულმა ძალებმა, შაბათ-კვირის განმავლობაში უკრაინის 9 ოლქი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობაში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რუსულმა ძალებმა, შაბათ-კვირის განმავლობაში ჩერნიგოვის, სუმის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქები დაბომბეს.
თავდასხმების შედეგად განადგურდა ან დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. ამასთან, რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა დონეცკისა და ხერსონის ოლქებში - ერთი ადამიანი დონეცკში, ერთი კი - ხერსონში დაიღუპა. ამასთან, არიან დაშავებულები ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქებში.