ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება . უმრავლესობის წევრების მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის წამება და მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება – ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის პარლამენტის ბიუროს სხდომა, სავარაუდოდ ხვალ განიხილავენ. შინაური ცხოველების მიმართ ძალადობის ფაქტებზე კანონის გამკაცრებას მოქალაქეები ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ითხოვდნენ.