მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალი ოუფენ ეარის მეორე დღე დასრულებულია. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში ფესტივალი 3 დღის განმავლობაში უცხოელ და ქართველ არტისტებს ერთ სივრცეში მასპინძლობს, ფესტივალზე სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სივრცეში შეუძლიათ განტვირთვა. ოუფენ ეარი 2011 წელს დაარსდა ფესტივალის მთავარი მიზანი ალტერნატიული მუსიკის მოყვარულების ერთ სივრცეში გაერთიანებაა.