„ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე მატჩში საქართველომ ბელგიასთან 2:2 ითამაშა. პირველ ტაიმში ბელგიელების მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა წიტაიშვილისა და გულიაშვილის გოლებით გააბათილა. ჯგუფს ოთხი ქულით სწორედ საქართველო ლიდერობს“. მატჩს დინამო არენაზე 42 ათასამდე მაყურებელი ესწრებოდა, რითიც 21 წლამდე ევროპის ჩვემპიონატზე დასწრების რეკორდი მოიხსნა.