პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, იგი ბელარუსში წავა , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პრიგოჟინთან სიტუაციის მოგვარება შემდგომი დანაკარგებისა და დაძაბულობის დონის ზრდის გარეშე მოხერხდა. როგორც პესკოვმა აღნიშნა, „ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მსურველ მებრძოლთა ნაწილი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებს კონტრაქტებს. მან ასევე თქვა, რომ ეს წინადადება მხოლოდ მათზე ვრცელდება, ვინც წამოწყებულ დაძაბულობაში არ მონაწილეობდა. ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. რის შედეგადაც ევგენი პრიგოჟინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს წინადადება მიიღო რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის” კომპანიის შეიარაღებული პირების მოძრაობის შეჩერებისა დაძაბულობის დეესკალაციის შესახებ. შეგახსენებთ, რომ სამხედრო ამბოხის დაწყებიდან რამდენიმე საათში პრიგოჟინმა ოპერაციის შეწყვეტისა და საველე ბანაკებში დაბრუნების შესახებ განაცხადა.