ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლება“ რუსეთთან და საქართველოსთან ე.წ. „საზღვარზე“ კონტროლს აძლიერებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის, ბადრა გუნბასა და „სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების“ შეხვედროს შემდეგ გახდა ცნობილი.
აფხაზეთის ე.წ. „ვიცე-პრეზიდენტის“ დავალებით, რუსეთში სამხედრო ამბოხის მცდელობასთან დაკავშირებით, რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების პერსონალი გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანეს. ასევე, ე.წ. აფხაზეთის „თავდაცვის სამინისტროსა“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამსახურს დაევალა, „მუდმივ კონტაქტზე იყვნენ აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-7 სამხედრო ბაზისა და რუსეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებთან“.