ვლადიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა, მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.ასევე, უკრაინის სპეცსამსახურებში შემოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის დედაქალაქი პანიკამ მოიცვა და მისასვლელი ხიდების დანაღმვის მომზადება არის დაწყებული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახური ავრცელებს.
„სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ექსტრემულ რეჟიმში დატოვა მოსკოვი“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი კი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი „კრემლში მუშაობს“.
დიმიტრი პესკოვის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილზე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევიც იმყოფება.
თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მედვედევმა რუსეთის დედაქალაქი ოჯახთან ერთად დატოვა.
"უნიანი" უკრაინის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვალდაიზე გაემგზავრება.
„ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომ ვლადიმერ პუტინი მოსკოვიდან მიდის. ის ვალდაიზე გადაჰყავთ", - აცხადებენ უკრაინის დაზვერვაში.
კერძოდ, საუბარია იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავმა Ил96-300ПУ მოსკოვის დროით 14:16-ზე სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით გაფრინდა.