მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება გააპროტესტეს. ორბელიანების სასახლესთან შეკრებილებმა განაცხადეს რომ ისინი არ იზიარებენ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომელიც ქვეყნის ინტერესებთან შეუსაბამობაშია. რა განცხადებები გაკეთდა ადგილზე და რა იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა თემის დეტალებით ეკა უშხვანი შემოგვიერთდება, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იმყოფება.