ვითარება როსტოვში კვლავ დაძაბულია, “ვაგნერი” საკუთარ პოზიციებს ამყარებს. სამხედრო დაჯგუფებამ შტაბი დაიკავა, საიდანაც კომენტარს ვაგნერის მეთაური ევგენი პრიგოჟინი აკეთებს. განცხადება გაკეთდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერაც, მისი თქმით სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ყველა პირი დაისჯება. საკითხს ქართველი ექსპერტებიც აფასებენ. როგორია ვითარება როსტოვში და რა გამოხმაურებები მოჰყვა საკითხს.