პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა. კვარცხლბეკზე ასვლა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მოახერხა. ქართველმა სპორტსმენმა 200 მეტრზე კანოეთი შეჯიბრის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შედეგი აჩვენა, ფინალში კი დისტანცია 39.796 წამში დაფარა და მე-2 შედეგი აჩვენა. შედეგად, ნადირაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა, ჩემპიონი კი ლიეტუველი ჰენრიკას ჟუსტაუტასი (39.700) გახდა. დღესვე კანოეში ქალთა 200-მეტრიან დისტანციაზე ფინალში იასპარეზა მარიამ ქერდიკაშვილმა, თუმცა, დისტანციის გავლას 49.789 წამი მოანდომა და 9 მონაწილეს შორის მე-8 ადგილი დაიკავა. უმედლოდ დარჩა ბადრი ყაველაშვილიც, რომელიც 200 მეტრზე კაიაკით შეჯიბრის ფინალში იყო გასული. მას 37.653 წამით ასევე მე-8 პოზიცია ერგო.39 წლის ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია პოლონურ კრაკოვსა და მალოპოლსკაში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. კაცთა კუმიტეს 84 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნია-ჰერცეგოვინელი, აზერბაიჯანელი და ესპანელი კარატისტები დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ მეტოქესთან 1:5 წააგო და ავტომატურად მე-3 ადგილი ერგო. აღსანიშნავია, რომ გოგიტა არქანიამ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მეორედ მოიპოვა.
ეს, ქართული დელეგაციისთვის პოლონეთში მიმდინარე ტურნირზე მე-2 მედალია. დღესვე ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა. ამ შედეგით, საქართველო საერთო ჩათვლაში მეთხუთმეტე-ოცდამეერთე ადგილებს იყოფს.