მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა მე-13-ე ჩემპიონატი 24 ივნისს, სამხრეთ აფრიკაში იწყება. პირველი ტურის ბოლო მატჩში მასპინძელი სამხრეთ აფრიკა საქართველოს ნაკრებს შეხვდება. შეხვედრა 24 ივნისს 21:00-საათზე დაიწყება. უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა უკვე შეარჩია ის 23 მორაგბე, რომლებიც პირველ მატჩში სამხრთ აფრიკის წინააღმდეგ ითამაშებენ. გუნის კაპიტანმა, ლაშა ციხისთავმა შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა, სადაც მოახლოებული შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა: „„მთელს გუნდს კარგად გვაქვს გათავისებული როგორც 20-წლამდელთა ჩემპიონატის, ასევე კონკრეტულად ხვალინდელი მატჩის მიზანი. ნებისმიერ თამაშში ვეცდებით უმაღლესი ხარისხი დავიჭიროთ და მაქსიმალურად გავამახვილოთ ყურადღება დეტალებზე. პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ხვალ იხილავს გულშემატკივარი და მსოფლიო რაგბი, თუ რა შეგვიძლია. სამხრეთ აფრიკაში 10 დღით ადრე ჩამოვედით რადგან აქ მძიმე გრუნტია და ადაპტაცია მოგვეხდინა. მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგად მიდის. გვქონდა ნაყოფიერი ერთობლივი ვარჯიში ავსტრალიასთან. გავიარეთ მოლის, შერკინების და გუნდური თამაშის დეტალები. გვქონდა შეცდომები, რომლის გამოსწორებაზეც ვიმუშავეთ და ვფიქრობ, სათამაშოდ მზად ვართ. სამხრეთ აფრიკის ყველა თაობის, ყველა ნაკრების ძლიერი მხარეა მოლი და შერკინება. ისინი სწრაფად ამოდიან დაცვაში და პირველ თამაშს ატარებენ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მზად ვართ ამ გამოწვევისთვის დარწმუნებული ვარ მათ ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ ძალიასმიერ თუ ღია თამაშში“, - განაცხადა საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა ლაშა ციხისთავმა.