საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა, დინამო არენაზე გამართულ ტურნირის გახსნით მატჩში, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. დღეს მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ბელგიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. მატჩამდე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩზე, საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის, 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია.
შეხვედრაზე დასასწრები დარჩენილი ბილეთების გაყიდვა დინამო არენას სალაროებში 23 ივნისის 20:00 საათამდე გაგრძელდება.
მატჩის დღეს, 24 ივნისს, უეფას უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა მესხის სტადიონის სალაროებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება. პარალელურად, ბილეთები იყიდება ონლაინ რეჟიმში under21ticekts.ge-ზე.