თბილისში კავკასიის რეგიონში მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი "Tbilisi Open Air 2023" დაიწყო. 3 დღე, 4 სცენა და 60-ზე მეტი ქართველი და უცხოელი არტისტი. პირველ დღეს ლისის საოცრებათა ქვეყანამ ისეთ ვარკვლავებს უმასპინძლა როგორიცაა - ინგლისელი მომღერალი ტომ ოდელი, ქართული მუსიკალური ჯგუფი ბედფორდ ფოლსი, თურქული პოსტ-პანკ ჯგუფი - ში ფასდ ევეი. ფესტივალის მთავარი სცენა Best Newcomer -2023-მა, უილ კოლაკმა-მა გახსნა. საქართველოში ფესტივალი Tbilisi open air 2009 წლიდან ტარდება.