სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ქართველი და აფხაზი სპეციალისტების მიერ ერთობლივად მომზადებული საარქივო გამოცემებისა და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების პრეზენტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას.