ევროკომისია საქართველოს წლის ბოლომდე ისევ რეკომენდაციების სრულად შესრულებისკენ და ფუნდამენტური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ევროკომისიის ზეპირი მოხსენების შემდეგ ქართული ოპოზიცია დარწმუნდა რომ ქართული ოცნება ქვეყნის ევროინტეგრაციას მიზანმიმართულად აზიანებს. მიღწეულ პროგრესზე საუბრობს მმართველი პარტია და იმედს იტოვებს რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.