საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისი "ადვოკატთა სახლი" ოფიციალურად გაიხსნა. ახალ შენობაში განთავსებულია, როგორც ადმინისტრაციული განყოფილება, ასევე სასწავლო ცენტრი, ეთიკის კომისია ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტი.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ადვოკატები, პროკურორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საქართველოს მთავრობის წევრების თქმით, ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისი ხელს შეუწყობს ქვეყანაში იურიდიული ინსტიტუციისა და დამოუკიდებელი მმართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას.