თბილისში გამართული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
დახურულ კარს მიღმა დიალოგის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო სტრატეგიულ თანამშრომლობასა და შუა კორიდორის საკითხ , რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობის განმტკიცებას უზრუნველყოფს. მისივე განმარტებით, ალიხან სმაილოვს ანაკლიის პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და დაგეგმილ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სექტორში არსებულ თანამშრომლობაზე.