"გადაიხადე რამდენიც გინდა" - "პალიტრა ელის" საქველმოქმედო აქცია ბრუნდება!
ამჯერად, შეთავაზების ფარგლებში, თქვენთვის სასურველ ფასად შეიძენთ დევიდ ბედიელის ილუსტრირებულ, სახალისო წიგნს - „საოცნებო მშობლები", რომელიც საზაფხულო არდადეგებზე ყველა ბავშვისთვის იდეალური საკითხავი იქნება.
წიგნის მთავარ გმირს „საყოველთაო“ პრობლემა აწუხებს - მშობლებითაა უკმაყოფილო. ეჩვენება, რომ სხვა თანატოლები უკეთ ცხოვრობენ , რადგან უკეთესი მშობლები ჰყავთ.
აქცია ამჯერადაც საქველმოქმედოა, წიგნში გადახდილი თანხით ერთ-ერთ სოფელს პირველად დახმარებას დაუფინანსებთ.
თუ წიგნში 10 ლარზე ნაკლებს გადაიხდით, მისი 20% საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება, ხოლო 10 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა სრულად გადაირიცხება დახმარების ფონდში.
აქცია 23 ივნისიდან დაიწყება და ტირაჟის ამოწურვამდე გაგრძელდება. აქციაში მონაწილეობისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბიბლუსის ფილიალებს მთელი საქართველოს მასშტაბით.