გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას გამოხმაურებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც მოჰყვა. "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის გათავისუფლებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მისასალმებლად მიიჩნევს. მისივე თქმით, ეს საქართველოში დეპოლარიზაციისკენ არსებითი ნაბიჯია.
განცხადება გაავრცელა ჰელსინკის კომისიამაც და პრეზიდენტს გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის მადლობა გადაუხადა.
ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხს ეხმაურება, პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრიც. ორგანიზაცია აცხადებს, რომ შეწყალების ამ აქტს საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით იმედი მოაქვს.
ზურაბიშვილის ნაბიჯი სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ, საქართველოში ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებსაც. პარტნიორი ქვეყნეის წარმომადგენლებმა განცხადებები საკუთარ ტვიტერის გვერდებზე გაავრცელეს.