ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ნახევარზე მეტი უკვე გაყიდულია. საქართველოს გარდა ბილეთებს ყიდულობენ რეგიონისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან - ასევე შეერთებული შტატებიდან. ბილეთის ფასი 125-დან 1 450 ლარამდე მერყეობს, თუმცა „სტარინგ ჯორჯიის“ პარტნიორობის ფარგლებში, რამდენიმე ტიპის ფასდაკლებაც მოქმედებს.
თბილისი ბრუნო მარსის კონცერტს პირველ ოქტომბერს დინამო არენაზე უმასპინძლებს. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი სანახაობრივი კონცერტი ამიერკავკასიაში ჯერ არ ჩატარებულა.