UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია, მორიგ ბრძოლას 24 ივნისს, ჯექსონვილში გამართავს. 26 წლის თოფურია, რომელიც ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მეცხრეა, UFC Fight Night-ის მთავარ ბრძოლაში ამერიკელ ჯოშ ემეტს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში მე-5 ადგილზე იმყოფება."წინასწარ არ ვიცი, როგორ დავამარცხებ. მინდა, გავიდე ოქტაგონზე და ცოტა შევიგრძნო მეტოქე. ვიცი ის, რომ ბრძოლა ბოლომდე არ გასტანს და მას ვადამდე დავაფინიშებ", - უთხრა ილიამ "სპორტ ექსპრესს" ინტერვიუში, სადაც ასევე აღნიშნა, რომ ემეტის დამარცხების შემდეგ, დივიზიონის ჩემპიონთან, ავსტრალიელ ალესანდრ ვოლკანოვსკისთან შეხვედრა სურს.
ვოლკანოვსკის დამარცხებისა და ქვემსუბუქ წონანაში ქამრის მოპოვების შემთხვევაში კი, "ქართველი მატადორი" არც ზედა - მსუბუქ წონაში გადანაცვლებას გამორიცხავს, რომლის ჩემპიონიც დაღესტნელი მებრძოლი, ისლამ მახაჩევია.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას, MMA-ში 13-იდან 13 მოგება აქვს, საიდანაც 9 პირველსავე რაუნდში დაასრულა. UFC-ში ილიას ანგარიშზე მოგებული 5 ორთაბრძოლაა და ჯოშ ემეტთან გამარჯვების შემთხვევაში, არის შანსი, თოფურიამ პირდაპირ სატიტულო ჩხუბი მიიღოს.