ჩინეთის ქალაქ ინჩუანში, ერთ-ერთ რესტორანში გაზის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 31 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
ადგილობრივმა სახანძრო სამახურმა შემთხვევის ადგილზე 20 მანქანა და 100-ზე მეტი თანამშრომელი გაგზავნა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დილის 4 საათამდე გაგრძელდა.
მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა და მათი აქტივები გაყინა. დაკავებულებს შორის არიან რესტორნის მენეჯერი, თანამშრომლები და აქციონერები.
ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა და განაცხადა, რომ აუცილებელია, მიზეზი რაც შეიძლება მალე დადგინდეს